საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ტრადიციული “თვის მიმოხილვა”, რომელიც 2021 წლის იანვრის მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს.

2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 14,4%-დან 15,7%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე.

კერძოდ, დეკემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17%-ს,

იურიდიულის – 11,6%-ს, უკვე იანვარში კი ფიზიკური პირებზე სესხები 18,7%-მდე გაიზარდა, იურიდიულებზე – 12,1%-მდე.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება და ისიც მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის გაცემულ სესხებზე.

დეკემბერში ფიზიკურ პირებზე სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,2%-ს, იანვარში კი 6,7%-ს. იურიდიული პირებისთვის სეხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს.

მსგავსი თემები