ცოტა ხნის წინ შაკირამ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ მაიამიში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავდა. მომღერალმა მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისთვის და ემოციურად გაიხსენა ბარსელონაში გატარებული წლები. ჟერარ პიკესთან 11 წლიანი თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, მომღერალმა შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვება და შტატებში საცხოვრებლად გადასვლა ამჯობინა.
ამჯერად გამოცემა „დეილი მეილმა“ გაავრცელა ემოციური კადრები აეროპორტიდან, როგორ ტოვებს ბარსელონას შაკირა შვილებთან ერთად. მომღერალს უახლესი მეგობრები ემშვიდობებიან და ამ დროს ის ცრემლებს ვერ იკავებს.
„დროა ექსი დაივიწყო, ყველანი დავისტრესეთ უკვე!“ – შაკირა და ჟერარ პიკე ფოტოებს ავრცელებენ