LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა საკნიდან წეროს სიმღერები პიკეზე“ – ესპანეთის პროკურატურა მომღერალს თაღლითობასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებს – არტისტს ციხე ემუქრება

320
page

შაკირას გარშემო სკანდალები არ სრულდება. მომღერალმა ვერ მოასწრო ჟერარ პიკესთან დაკავშირებული სკანდალის გაანალიზება, როცა მას თავს ახალი სკანდალი დაატყდა. ამჯერად ესპანეთის პროკურატურა ოფიციალურად ადასტურებს, რომ მომღერლის წინააღმდეგ სერიოზული სამართლებრივი პრეტენზიები აქვს. შაკირას თაღლითობასა და 6 მილიონი ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ. მომღერალს გადასახადებისგან თავის აცილებასაც ედავებიან.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსიკოსმა არალეგალური მეთოდების გამოყენებით საკუთარი თანხები „ოფშორულ“ კომპანიებს გადაურიცხა, რომლებიც რეალურად არ არსებობდა.

აქვე კვლავ ძალაშია 2012-დან 2014 წლამდე ფინანსური მაქინაციების სკანდალიც,  სადაც შაკირას ძალოვანი უწყებები 14 მილიონი ევროს გაფლანგვას ედავებიან.

სასამართლო პროცესები 20 ნოემბრიდან დაიწყება და შაკირას საბრალდებო სკამიდან მოუწევს მოსამართლის კითხვებზე პასუხის გაცემა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ბრალდება დადასტურდა, შაკირას სავარაუდოდ, ციხე ემუქრება.

ინტერნეტსივრცეში აზრთა სხვადასხვაობაა, პიკეს გულშემატკივრები მას უამრავ კომენტარს უწერენ. ცხადია, არტისტს უამრავი მხარდამჭერიც ჰყავს.

„ახლა საკნიდან წეროს სიმღერები პიკეზე“, „არ სრულდება მისი განსაცდელი“, „ეს არ უნდა დავუშვათ“, – არ წყდება კომენტარები.

შაკირამ ახალი სინგლი მამამთილს მიუძღვნა და კლიპში კი ძიძა გამოაჩინა, რომელმაც მას პიკეს ღალატის ამბავი ამცნო

„მინდოდა, საყვარელ მამაკაცთან ერთად დავბერებულიყავი“ – შაკირას მორიგი სულისშემძვრელი ინტერვიუ

„მე მჯერა ფრაზის, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ – შაკირას ცეცხლოვანი ფოტოსესია „ვერსაჩეს“ რეზიდენციიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები