LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდების მხარე : “ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებული ამოიცნო”

204
გიორგი შაქარაშვილი

თითქმის 8 საათი გაგრძელდა პროცესი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში .

პროცესზე მთავარი მოწმე და დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი გამოიკითხა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამირხანაშვილმა ხუთივე ბრალდებული ამოიცნო.

მოწმის ჩვენებებს არასანდოდ თვლის დაცვის მხარე და ამტკიცებს, რომ ამირხანაშვილი ვერანაირად ვერ იქნება მომხდარის პირდაპირი მოწმე, რადგან ის მკვლელობის ეპიზოდზე ინფორმაციას არ ფლობს. პროცესი დღეს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები