ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხვალ საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.
„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ხვალ“,- აღნიშნა შარლ მიშელმა.
ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გაიმართა.
დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს:
- დავით ბაქრაძემ,
- ალეკო ელისაშვილმა,
- ბადრი ჯაფარიძემ,
- ზურაბ ჯაფარიძემ,
- მამუკა ხაზარაძემ,
- ვახტანგ მეგრელიშვილმა,
- შალვა პაპუაშვილმა,
- სალომე სამადაშვილმა,
- ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ,
- გიორგი ვაშაძემ.
“საქართველოს გაუმარჯოს!” – შარლ მიშელმა “ტვიტერზე” ქართულად დაწერა
ამასთან, ხათუნა სამნიძემ, დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს, რადგან ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ და „ევროპული საქართველო“ დოკუმენტს არ უერთდებიან.
ხელმოწერის ცერემონიას პარტიების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი, ასევე ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა შარლ მიშელი.