შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
- “გირჩმა”;
- გიორგი ვაშაძემ;
- ზურა ჯაფარიძე;
- ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძემ;
- ალეკო ელისაშვილმა;
- სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად;
- დავით ბაქრაძემ – ინდივიდუალურად;
- ხათუნა სამნიძემ;
“ქართული ოცნებიდან”
- არჩილ თალაკვაძე
- შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის დღეს განსაკუთრებით ემოციური დღეა, რადგან დასრულდა 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მოდერაციის პერიოდი, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.
“შეთანხმება, რომელსაც ჰქვია გზა საქართველოსთვის, მისი ხელმოწერით პროცესი კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი თავი, იმ ჩვენი საერთო მოქმედებისა, რომელიც გაგრძელდება პარლამენტში, რომელიც საქართველოს მომავლისკენ ისწრაფვის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, რომელიც ჩართული ვიყავი პროცესში – ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. დღეს ვინც აქ ვართ შეკრებილები, ის უმრავლესობა, მარტო ის ხალხი კი არ არის, რომელიც ამ შეთანხმებას ხელს აწერს, არამედ საქართველოს მოქალაქეები. მადლობა თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა”- აღნიშნა ჰარცელმა.