LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელი: რუსეთის საზარელი თავდასხმები უკრაინის მასშტაბით, კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს

41
შარლ მიშელი

„რუსეთის საზარელი თავდასხმები უკრაინის მასშტაბით, კიევსა და სხვა ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა.

მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს განურჩეველი თავდასხმები ომის დანაშაულია.

„უკრაინის მხარდაჭერის ერთგულება და რუსეთის რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება – ჩვენ ამ საკითხებს „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან განვიხილავთ.–“ წერს შარლ მიშელი.

ამავე თემაზე:

„დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ევროპის მომავალს.. ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით“ – რა განცხადებებს აკეთებენ უკრაინის ხელისუფლებაში ოკუპანტების მორიგი თავდასხმების შემდეგ  

ევროკომისია უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას გმობს და მას „ბარბაროსულსა და ლაჩრულს“ უწოდებს

სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რათა მათ იბრძოლონ კრემლის აგრესიასთან

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები