LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა: სალომე ზურაბიშვილი

80
BeFunky-collage (2)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად  წასულა და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისათვის წინსვლა განაგრძოს.

„მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს აქ ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა მაშინაც. დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ რაც იყო და არის, საქართველო დემოკრატიის კუნძული, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ისე, როგორც არასდროს, შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი სჭირდება.

ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგდოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შესრულდეს და იმ გზაზე წაიყვანონ საქართველო, რომლიც საზოგადოების მიერ არის მოთხოვნილი გზა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო! თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება. შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

“კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა” – ოპოზიცია ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადება

mazda magti 5g