LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა უმჯობესდება“ – ლევან რატიანი

2754
levan-ratiani-w-h

შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სამივე მათგანი მკურნალობას თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. „ქრონიკასთან“ საუბარში საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ სამივე პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება.

„ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე გაჩნდა გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რათა მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g