LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ ზღვას საჰაერო ბურთით გადაიფრენენ – პროექტზე მუშაობა დაწყებულია

83
hh

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შავი ზღვის საჰაერო ბურთით (აეროსტატით) გადაფრენის საერთაშორისო პროექტის საინიციატივო ჯგუფს, პილოტებს რევაზ უთურგაურს და კრიშტოფ ზაპარტს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს ღია ზღვაზე აეროსტატის გადაფრენასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების სააგენტოსთვის გაცნობა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

სააგენტოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს პროექტის ტექნიკურ და საოპერაციო მხარეზე. სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვის მისაღებად აუცილებელი პირობები გააცნეს და ამასთან, შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან შესაბამისი კოორდინაციის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოთქვეს. ასევე, განხილულ იქნა ამჟამად წარმოებაში მყოფი აეროსტატის (Cameron Z-315) საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრაციის, ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის მინიჭებისა და ზედამხედველობის საკითხები.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების გამარვა 2023 წლის იანვარ-თებერვალში იგეგმება. საჰაერო ბურთი, რომლის მართვაში ორი პილოტი მიიღებს მონაწილეობას, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან აიღებს სტარტს (რუმინეთი ან უკრაინა), და საქართველოს ტერიტორიაზე დაეშვება (ფრენის სავარაუდო დრო: 40 საათი). საჰაერო ბურთის ფრენის მარშრუტის მანძილი 1500 კილომეტრი, ხოლო სიმაღლე, ზღვის დონიდან დაახლოებით 6000 მეტრი იქნება.

ფრენის მომზადებასა და მართვაში სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, პოლონეთი, ბელგია, აშშ, უკრაინა და სხვ.) სპეციალისტებისაგან დაკომპლეტებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ორ წლიანი მოსამზადებელი პროცესი ისეთი საკითხების გადაჭრას და შესწავლას ითვალისწინებს, როგორიცაა: ამინდის პირობების შესწავლა და მონიტორინგი შავ ზღვაზე ფრენის მარშრუტის გასწვრივ, ფრენის ტაქტიკის განსაზღვრა, საცდელი ფრენის ორგანიზება, სამაშველო, რადიოკავშირის და სხვა სახის აღჭურვილობების ტესტირება და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები