LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო EURO2024-ს გერმანიის მიმართულებით ფრენის გაზრდილი სიხშირეებით ხვდება

138
ევრო 2024

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ ამ ეტაპზე წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, საქართველოს და გერმანიას შორის რეგულარული რეისები შესრულდება 4 ავიაკომპანიის მიერ 8 მიმართულებით, კვირაში დაახლოებით 30 სიხშირით. რეისები შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.

2024 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, ამ ეტაპისთვის დამტკიცებული განრიგების მიხედვით, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ფრენები შესრულდება 10 ავიაკომპანიის მიერ 39 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 130-140 სიხშირით.