LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ივნისიდან გერმანული ავიაკომპანია Condor-ი ფრანკფურტსა და თბილისს შორის ყოველდღიურად იფრენს

165
Condor

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ბრუნდება.

მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, Condor-ი სამგზავრო ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ყოველდღიურად Embraer 190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 20 აპრილს მიანიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები