LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ ზღვაში იწვის რუსული კრეისერი „მოსკოვი“, რომელსაც „ნეპტუნის“ ორი რაკეტა მოხვდა

602
xomaldii

შავ ზღვაში რუსული კრეისერი „მოსკოვი“ იწვის, – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ადასტურებს. როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, ეს სწორედ ის კრეისერია, რომელიც კუნძულ ზმეინისთან, უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა, უარის შემდეგ კი, მათი მისამართით ცეცხლი გახსნა. არესტოვიჩის თქმით, ხომალდამდე სამაშველო ეკიპაჟები ძლიერი ღელვის გამო ვერ მიდიან.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ ორი უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტა მოხვდა.

როგორც გამოცემა „უნიანი“ წერს, სერჟ მარკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „კრეისერ „მოსკოვს“ ახლახანს მოხვდა „ნეპტუნის“ ორი რაკეტა. ის დგას, იწვის. ზღვაზე კი შტორმია. როგორც ჩანს, ტაქტიკური დატბორვაა საჭირო“.

მომხდარის ამსახველი ფოტოები „ტელეგრამზე“ ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g