LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეამოწმეს თუ არა კორპუსი აფეთქებამდე ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა?

HHH

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო მოხდა.

კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ “ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს.

ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

“ფორტუნა” დაინტერესდა, იმყოფებოდნენ თუ არა ადგილზე, “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები და დაფიქსირდა თუ არა, რაიმე სახის პრობლემა აფეთქებამდე, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ვერანაირ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

“ფორტუნას” კითხვაზე იყვნენ თუ არა მათი თანამშრომლები ადგილზე მისულები ყაზტრანსგაზში, პასუხი არ აქვთ.

“ჯერჯერობით ვერ გავცემთ ვერანაირ ინფორმაციას. გავრცელდება განცხადება, სადაც იქნება ყველაფერი ვრცლად,” – განაცხადეს “ფორტუნასთან” “ყაზტრანსგაზში”

შეგახსენებთ, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაშავდა. კორპუსი ამ დროისთვის სრულად ევაკუირებულია. ექსპერტები აფეთქების გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g