LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინა, რომელშიც აფეთქება მოხდა, ქირავდებოდა – “ყაზტრანსგაზი” განცხადებას ავრცელებს

316
56450571_10216745847871134_5695371692445007872_n

კომპანია “ყაზტრანსგაზი” დიღმის მასივში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მე-4 კვარტლის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვების და მომხდარი აალების მიზეზი სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა.

“შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, ამ მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემთხვევის შემდეგ შემოვიდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძებო მოქმედებები.

ბინა, რომელშიც აალება მოხდა მეზობლების ინფორმაციით ქირავდებოდა და ამ დროისთვის დაკეტილი იყო. დამქირავებლებმა საცხოვრებელი ფართი, წინასწარი ინფორმაციით, გუშინ დატოვეს . ყატრანსგაზთბილისი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და მეზობელების სიცოცხლეს,”- წერია განცხადებაში. 

ძლიერი აფეთქება დიღომში - ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის კედელი

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ დიღმის მასივის მე-4 მიკრორაიონში აფეთქება მოხდა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები