LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი დიღომში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

99
ფოტო

​აფეთქება მოხდა დიდ დიღომში ბენდუქიძის დასახლებაში. მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები