LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოპოვეს – მიზეზი, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციაა

92
GORI SAMEDICINO MANQANA

გორში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ის სახლში მარტო იმყოფებოდა და შვილმა აღმოაჩინა.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა, რაც წყლის გამაცხელებლის გაუმართავობამ გამოიწვია.

ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  240 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები