LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვალოს ტონი და სიტყვათა წყობა, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს – ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილზე

193
მამუკა 2

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ოფიციალურად დააფუძნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს პასუხობს.

ის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან პირველ რიგში სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა უნდა შეცვალოს.

„მივმართავ სააკაშვილს, პირველ რიგში, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს. მე მესმის პოლიტიკა, მე მესმის კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს. მეორე, ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად და ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია. მე ამ ქვეყნიდან 15 წლის წინაც შემძლო წასვლა და მაგან რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, მაგრამ არც მაშინ წავსულვარ, არც პასპორტი გამომიცვლია და არც ბიზნესი გადამიტანია სხვაგან. როდესაც მთავარსარდალი ხარ და პასპორტს იცვლი, დამიჭერენო… ამიტომ ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს“ – განაცხადა ხაზარაძემ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში”.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძე ის ადამიანია, რომელმაც 2012 წელს ივანიშვილის საქართველოში მოსვლას მხარი დაუჭირა. 

ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა და ივანიშვილმა მოადო თავზე - სააკაშვილი ხაზარაძეზე და ლაზიკაზე

თურმე, ამ ხაზარაძემ და ამ კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა, უნდა გაარღვიონ ეს წრე.

საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე. ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი, ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე. ამათი დრო წავა და მეორე მევახშეების დრო არასდროს საქართველოში არ დადგება, ამაში მე ვარ დარწმუნებული. საქართველოში უნდა გათენდეს“ – ამბობს სააკაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები