LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგვიძლია თუ არა შვილებისთვის ვიყოთ კეთილი ჯადოქრები – ნათია ფანჯიკიძე

1254
fanjikidze

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრობისას საუბრობს იმ ჯადოსნურ სიტყვებზე, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. წამყვანის კითხვაზე, შეგვიძლია თუ არა ჩვენი შვილებისთვის ვიყოთ კეთილი ჯადოქრები, ნათია ფანჯიკიძე ამომწურავ პასუხს გვცემს:

„არა მარტო შვილებისთვის, თუმცა ბავშვები განსაკუთრებულად შთაგონებითები არიან. მთავარია, რისი გვწამს ჩვენ, რადგან რასაც შთავიგონებთ, იმისი გვჯერა. ეს არის ძალიან საინტერესო ამ ჰიპნოზურ ურთიერთობაში. როდესაც შენ ბავშვს რამეს ეუბნები, მისთვის იმდენად დიდი ავტორიტეტი ხარ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო. თუნდაც რამე ცუდად არ თქვა, რადგან უარყოფით ჰიპნოზს უფრო გრძელვადიანი ეფექტი აქვს.“

რაც შეეხება კითხვებს, რომლებსაც პატარები სვამენ და ჩვენს მიერ გაცემულ პასუხებს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ აქ ჯობს სერიოზულები ვიყოთ, რადგან ბავშვი სრულყოფილი ადამიანია:

„ენის მოჩლექვა, გაშაყირება ბავშის არაფრით არ შეიძლება. ჯობს სერიოზულად ვუპასუხოთ, ცოტა გაკვირებული დარჩეს, მაგრამ სამაგიეროდ, ის გაიგებს თქვენს დამოკიდებულებას, რომ თქვენ მას პატივს სცემთ. აი მაგალითად კითხვაზე, როგორ გავჩნდი, სწორი სტრატეგია არ არის ვუთხრათ, რომ ის წერომ მოიყვანა. ბავშვი ჩვენგან ბიოლოგიურ და გართულებულ პახუს არ ითხოვს, მაგრამ იმ დოზით, რაც მას სჭირდება.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g