LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ – რას ამბობს “ოცნება” პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე

88
BeFunky-collage (11)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში დღეიდანვე ამოქმედდება. რუსეთი  უკრაინასთან საომრად 300 ათასი მოქალაქის გაგზავნას გეგმავს.

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

საკითხზე კომენტირებისას პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას სავიზო რეჟიმის დაწესება „არავითარი კუთხით დღეს არ განიხილება“.

„ორჯერ იყო აგორებული კამპანია, თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და ხელოვნური იყო და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები. ბოლომდე კონტროლქვეშ არის ვითარება. ყველა უწყება ამ კუთხით არის პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით გაგრძელდება მოქმედება. ეს არის ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება ზოგადად საფრთხეებს, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ჩვენ ამაზე თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ. სწორედ ამის გამო მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის NGO-ებს, თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან, თუმცა, ისინი მაინც აგრძელებდნენ საკუთარ რიტორიკას, პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი.

ახლა, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს. ომი ნახევარ წელზე მეტია გრძელდება და ჩვენი სახელმწიფო უწყებები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, მობილიზაციის გამოცხადებით “ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდა”.

“რაც შეეხება გავლენას ჩვენზე, ალბათ, ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას უნდა ველოდოთ. აქამდეც, იმ 30 000 რუსეთის მოქალაქიდან, რომელიც საქართველოში გრძელვადიანად შემოვიდა (მე არ ვგულისხმობ ტურისტებს), თითქმის ნახევარი ისედაც ეთნიკურად ქართველი იყო. ამ მხრივ, მე ველი, რომ შეიძლება უფრო მეტი ეთნიკურად ქართველი დაბრუნდეს საქართველოში”, – განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ “ნეტგაზეთს”.

რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესების შეცვლა ან გამკაცრება, სამხარაძის თქმით, ეს უშიშროების სამსახურის და შსს-ს პრეროგატივაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g