LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილის „პარაგრაფი“ Marriott-მა ევროპულ სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა

1847
65483014_464199444145617_2424144765235757056_n

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ Marriott International-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე, ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს, ლონდონში გაიმართა, რომელსაც “პარაგრაფის” გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკი ესწრებოდა.

„ერთი წლის თავზე ამ ნომინაციაში გამარჯვება ძალიან დიდი წარმატებაა. სასტუმრო „პარაგრაფმა“ მომსახურების უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა  და მოიპოვა მნიშვნელოვანი და პრესტიჟული  ჯილდო – 2018 წლის საუკეთესო სასტუმროს სახელი“, რაც ქართული სტუმართმოყვარეობისა და ჩვენი ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდის დამსახურებაა, – განაცხადა იურჩიკმა.

ცნობისთვის, Marriott International-ი საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს.

„პარაგრაფი“ ევროპის საუკეთესო 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულშია

შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ევროპული წარმატება

„მთელი გუნდის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ამით ნამდვილად ვამაყობთ. როგორც ცნობილია, ევროპაში 300-მდე „ფრენჩაიზ“ სასტუმროა და ამ ნომინაციაში გამარჯვება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება სასტუმროს, მისი სტუმრების, „მარიოტისა“ და „ავტოგრაფის“ ბრენდისადმი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რაც „მარიოტის“ ქსელისათვის დამახასიათებელია“, – განაცხადა „მარიოტის“ ევროპის ფრენჩაიზინგის ვიცე პრეზიდენტმა მორტენ სკუმსრუდმა.

აღსანიშნავია, რომ გახსნის დღიდან რეკორდულ პერიოდში – დაახლოებით ერთ წელიწადში – შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ „Marriott International“-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, „Autograph Collection“-ის ბრენდის ევროპის სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ მაღალი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს ლონდონში, მილანში, ბარსელონაში, რომში და სხვა ევროპულ ქალაქებში მოქმედ სასტუმროებს.

შეგახსენებთ, „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვეტსირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი  პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები