LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ გზაზე იარე დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ.. მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ“ – ნინი ბუკია შვილს, მარიამ გულედანს მიმართავს

3062
ing

აჩიკო გულედანის და ნინი ბუკიას შვილის, მარიამ გულედანის მიერ ტელეეთერით ჰაგიოგრაფიაზე, კონკრეტულად კი გრიგოლ ხანძთელზე საუბრის და მასზე გამოხმაურებების შემდეგ, ნინი ბუკია შვილს მიმართავს.

„კითხვების დასმის არ მოგერიდოს…რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე” – აჩიკო გულედანი შვილს საჯაროდ მიმართავს

„მამიკოს ყველა სიტყვას ხელს ვაწერ!

ტაპი ზაქარაიძის ეშხით აგერ ახლა, იანვარში წავიკითხე ვეფხისტყაოსანი მე პირადად.

გადავირიე, გავგიჟდი, მარტო ტარიელზე მეფიქრება, მარა აქამდე მართლა ვერ წავიკითხე. ვერ გავიგე. დამამძიმა.

არ მესმოდა და აბა სიყვარული ვის უნდა გაეჩინა ან როგორ?

მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ
„ჩვენ“ რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.

მოკლედ, შენ გზაზე იარე დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ. ხან ყვავილით, ხან დუბინკით და „ვაბშე“ ყველაფრით შენ თუ გინდა“, – წერს ნინი ბუკია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, მარიამმა „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემის ეთერში ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე საუბრის დროს განაცხადა:

„მომეწონა აბო და შუშანიკი, მაგრამ გრიგოლ ხანძთელის წაკითხვისას რა დროც დავხარჯე, მინდა ვინმემ დამიბრუნოს, იმიტომ, რომ მაგას ვერავინ დამიბრუნებს. მგონია, რომ მაგის წაკითხვა არავის არაფერში გამოადგება, ეს ყველაფერი შეიძლება ისწავლო ისტორიაში, პარაგრაფში.

რაიმე რთული კი არ არის, ბავშვებს ასწავლიან და აზეპირებინებენ. მე გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურულ ღირებულებას ვერ ვხედავ, კი ბატონო, ისტორიულად საინტერესოა და ისტორიაში ისწავლე, უბრალოდ მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია, თორემ შუშანიკი და აბო პერსონაჟები არიან, საინტერესოა… გრიგოლ ხანძთელი არ მგონია, რომ საინტერესო საკითხავია, უბრალოდ უნდა წაიკითხო, რომ ისტორია იცოდე, რა მოხდა“.

 

Mariam Guledani

მამიკოს ყველა სიტყვას ხელსვაწერ !

ტაპი ზაქარიაძის ეშხით აგერ ახლა, იანვარში წავიკითხე ვეფხისტყაოსანი…

Posted by Nini Bukia on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

 

ნინი ბუკია: „მარიამს ძალიან ეჩქარება მარტო გადასვლა. მინდა, გადავიდეს და თავად ნახოს, როგორი რთულია ეს…“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g