LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნი ამბობს, რომ ის „ძირითადი ინსტიქტის“ინტიმურ სცენებში მოტყუებით  ათამაშეს

418
sharonstone2010

63 წლის შერონ სთოუნს არაერთხელ უსაუბრია კარიერის მანძილზე მომხდარ ძალადობის ფაქტებზე. ამჯერად გამოცემა Vanity Fair  მსახიობის ავტობიოგრაფიული წიგნის ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც შერონ სთოუნი ფილმის „ძირითადი ინსტიქტი“ გადაღებებს იხსენებს. ის ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი მას ურჩევდა, სექსი ჰქონოდა კოლეგებთან, რათა ინტიმური სცენები უფრო რეალისტური გამოსულიყო.

შერონ სთოუნი იხსენებს, რომ დაკითხვის ცნობილი სცენის გადაღებებზე, მას საცვლების გახდა მოსთხოვეს, მსახიობი უარზე იყო. ის მოატყუეს და უთხრეს, რომ განათება ისე იყო დამონტაჟებული, რომ ჯამში არაფერი გამოჩნდებოდა, სთოუნმა დამონტაჟებული კადრების ნახვის შემდეგ, ისტერიკა მოაწყო. მან პოლ ვერხოვენს ამ კადრების ეთერში გაშვება აუკრძალა, თუმცა ვერაფერს გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g