LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაბამის ქმედებებზე გადასვლის დროა – მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: ჰარცელი

80
1

“ის, რაც ჩვენ ბოლო 24 საათის განმავლობაში ვიხილეთ, არის კიდევ ერთი შეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ორიენტირება.” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცახდა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზია და დროულია, რომ ჩიხიდან და დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე გადასვლაა აუცილებელი:

“ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მის როლს მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგსა და მისი უფლებების დაცვაზე.

ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს აბსოლუტურად გადამწყვეტია. ვფიქრობ, რომ რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ასევე ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზია.

როდესაც საქმე ეხება ახლანდელ ვითარებას, მჯერა, რომ ჩიხიდან და დებატებიდან შესაბამის ქმედებებზე გადასვლა დროულია, რათა შექმნილი ვითარება ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე მოგვარდეს.” – განაცხადა ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები