„გამთენიისას უკრაინის სამ – კიევის, ჟიტომირისა და ვიცინის ოლქზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა“, – ინფორმაცია ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა.
კლიჩკოს თქმით, ადგილობრივი დროით 07:25 საათისთვის კიევის რეგიონში და უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ჟიტომირის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი ბუნეჩკომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლებელია დრონებით თავდასხმების მეორე ტალღა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე ერთი საავიაციო და 11 სარაკეტო იერიში განახორციელეს, მათ შორის სამი – სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.