LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მართლა ძალიან დიდი ამბავია!“ – ბუკა პეტრიაშვილი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უახლეს ცნობებს გვიზიარებს

205
befunky-collage-2-2022-11-23_09-38-56_949868

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას გვიზიარებს.

პეტრიაშვილი უკრაინისთვის სხვადასხვა ქვეყნის მიერ მორიგ სამხედრო დახმარებაზე წერს.

„ბახმუტთან ძალიან მძიმე ბრძოლები მიდის! ერთ უბანზე გარღვევაც მოახერხა ვაგნერის ურდომ. თავად ბახმუტს ჩვენები აკონტროლებენ, მაგრამ მიდამოებში ბრძოლების ინტენსივობა ძალიან გაიზარდა! ასევე მძიმე ბრძოლები იყო გუშინ ავდეევკისთვის! შედარებით პოზიციური ბრძოლების რეჟიმში წარიმართა დღე მარიინკის, ველიკა ნოვოსელკის, პერვომაისკოეს და პავლივკის დამცველებისთვის!

კარგად უტევენ ჩვენები კრემენა სვატოვეს მიმართულებაზე. ფაქტიურად მიუახლოვდნენ კრემენას გვერდით მდებარე ჟიტლივკას და უშუალოდ კრემენას თავდაცვის ზღუდეებს! ლუჰანსკის ცალკეულ მიმართულებებზე ურდოც ახორციელებს კონტრშეტევებს, მაგრამ დგანან კარგად ჩვენები!

საერთაშორისო ამბებიდან ყველაზე კარგი და დიდი ამბავი ის არის, რომ ამ დღეებში შეიძლება უკვე ოფიციალურადაც გამოცხადდეს ამერიკის მიერ უკრაინისთვის პეტრიოტის ჰსთ სისტემის გადმოცემა!

ეს მართლა ძალიან დიდი ამბავია! უკრაინელი სამხედროების ჯგუფები ასრულებენ ბავარიაში სამხედრო ბაზაზე პეტრიოტის ათვისებას, ამერიკაში კი სრულდება დოკუმენტაციის მომზადება!

ასევე საფრანგეთი გადასცემს 1 ჰსთ სისტემას!

გუდინ პარიზში ფორუმი გაიმართა უკრაინის დასახმარებლად! გამოცხადდა რომ 76 მილიონი ევროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული დახმარება წავა უკრაინაში. აგრეთვე აღდგენის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება საფრანგეთი!
აშშ დან წავიდა ენერგეტიკული დახმარების ფარგლებში 13.5 მილიონი დოლარის მოწყობილიბები.

იტალიის პარლამენტმა კი დაამტკიცა 2023 წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სამთავრობო პროგრამა!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – რუსეთის ბოროტების იმპერია უნდა დაინგრეს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g