LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია კიბერშეტევა უცხო ქვეყნიდან განხორციელდა – შსს

138
BeFunky-collage

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 28 ოქტომბერს ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შესაძლებელია კიბერშეტევა რომელიმე უცხო ქვეყნიდან მოხდა.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

I'll be back - მიხეილ სააკაშვილის ფოტო სამთავრობო საიტებზე გაჩნდა

სავარაუდოდ ჰაკერულ თავდასხმასთან გვაქვს საქმე და ვებ-გვერდები გატეხილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

ამ ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები – ე.წ. “დიფეისი” (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათი წარწერით “I’ll be back” (მე დავბრუნდები) სამთავრობო საიტებზე 28 ოქტომბერს დილიდან გამოჩნდა, რის გამოც “პროსერვისზე” მიბმული ათასობით ვებსაიტი დროებით გაითიშა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g