LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, საქართველოში ვაქცინირებულ დასაქმებულებს პრივილეგიები მიანიჭონ

89
1591609997-01

საქართველოში ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, დამსაქმებლებმა ვაქცინირებულ დასაქმებულებს, შესაძლოა, პრივილეგიები მიანიჭონ – აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ბიზნესის ნაწილი მიესალმება. შოთა ბურჯანაძის თქმით, ეს გარემოება ქვეყანაში ტურისტებს მოიზიდავს. „ეს დადებითი იმპულსია ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ სფეროს, სადაც მომსახურებას იღებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულწილად პრიორიტეტი ენიჭებოდეს“, – ამბობს ბურჯანაძე.

მისივე განმარტებით,  საქართველოში უფრო მეტი ანტივაქსერია, ვიდრე მომხრე. „ამიტომ, შესაძლებელია, დამსაქმებელმა თავად შეიმუშაოს ვაქცინირებული დასაქმებულებისთვის გარკვეული „პროფიტი“,- განმარტა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა, – განაცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები