LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეუძლებელია ცუდი ფილმის კარგი მუსიკით გადარჩენა!“ – ენიო მორიკონეს ცნობილი გამონათქვამები

4093
FORTUNA. GE (4)

წარმატებისკენ სვლა ენიო მორიკონემ ალბერტო ფლამინის რომის ანსამბლში დაიწყო, მერე კი, ტელევიზიისა და რადიოსთვის აკეთებდა სიმღერების არანჟირებას. კინოში მისი დებიუტი საკმაოდ გვიან, 30 წლის ასაკში შედგა, თუმცა სწორედ კინომუსიკამ მოუტანა პრესტიჟული პრემიები და მსოფლიო აღიარება.

fortuna.ge გთავაზობთ ენიო მორიკონეს ცნობილ ფრაზებს:

მუსიკა მხოლოდ მათთვისაა, ვინც უარს არ ამბობს გრძნობაზე, თანაგრძნობასა და განცდაზე, ვინც ჯერ არ გამხდარა ცინიკოსი.

კინომუსიკის მთავარი დანიშნულება იმ გარემოს გადმოცემაა რაც არც კადრში ჩანს, არც დიალოგებში ისმის. ეს რაღაც აბსტრაქტულია, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს, თუმცა სწორედ ის განსაზღვრავს ფილმის ატმოსფეროს.

მთვარი ხარისხია და იმედი მაქვს ადამიანებს ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ ჩემი მუსიკა ხარისხიანი იყო.

მიყვარს საფრანგეთი, სადაც ყველას ნაპოლეონად ესახება საკუთარი თავი.

შეუძლებელია მისცე განსაზღვრება იმ არაჩვეულებრივ მომენტს, როცა თავში ახალი მელოდია იბადება.

ჯერ ფილმია და მერე მუსიკა. ყოველთვის მახსოვს, რომ მუსიკამ ფილმი არ უნდა დაჩრდილოს.

მუსიკა ინტერნაციონალური უნდა იყოს, რომელსაც ნებისმიერ ენაზე მეტყველი მელომანი თავისად მიიღებს.

იშვიათად დავდივარ კინოში. არაკომერციული ფილმები მომწონს, ის, რაც მართლა ხელოვნებაა.

ჩემთვის უმთავრესი იმ რეჟისორის გაგება და შეყვარებაა, ვისთანაც მუშაობას ვაპირებ.

ნამდვილი კომპოზიტორი (ისეთი, როგორიც მე ვარ) ყველაფერს თვითონ აკეთებს – ქმნის მელოდიას, წერს პარტიტურას და აკეთებს არანჟირებას.

ცნობილი გამონათქვამები