LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევუზღუდოთ ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლებს თანამდებობის დაკავების უფლება“– ანა დოლიძემ დეოლიგარქიზაციის გეგმა წარადგინა

160
ანა-დოლიძე-1

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოში დეოლიგარქიზაციის გეგმა წარადგინა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს პოლიტიკური თანამდებობების დაკავება უნდა შეეზღუდოთ.

აღნიშნულ გეგმას დოლიძე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს სთავაზობს, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზეც მუშაობს.

„პირები, რომლებმაც განავითარეს პროფესიული და პირადი სანდო ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან, მასთან კომპანიებში, მათ შორის ბანკ „ქართუში“ მუშაობის გზით, არ ექნებათ და არ უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიტოვონ პოლიტიკური თანამდებობები ჩვენს ქვეყანაში. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ ამ შეთავაზებით თანამდებობებზე ვერ იქნებიან ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ირაკლი ქარსელაძე, ზურაბ აზარაშვილი, ლაშა ხუციშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია და ძველი მთავრობიდან კიდევ არაერთი პირი.

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესების თანამშრომლების მეშვეობით იმართება ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ძალიან დიდი ნაწილი. მსგავსი მიდგომების მაგალითები გვაქვს აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გატარდა რეფორმები დეკომუნიზაციასთან მიმართებაში. ასევე გვაქვს მაგალითები ერაყში, სადაც გატარდა რეფორმები, როდესაც კონკრეტული პარტიის პირები აღარ დაიშვებოდნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე.

ჩვენ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა გავჭრათ ის ბერკეტები, რომლის მეშვეობითაც სხვა მეთოდებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი ინარჩუნებს არაფორმალურ მმართველობას ჩვენს სახელმწიფოზე, მათ შორის უნდა შევზღუდოთ მის ბიზნესებში დღეს და ადრე მომუშავე ადამიანებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.“– განაცხადა ანა დოლიძემ და დასძინა, რომ სურვილის შემთხვევაში აღნიშნული იდეა ტექნიკურად შესრულებადია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები