LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვები 1-ელ თებერვლამდე შენარჩუნდება – მანამდე არც ტრანსპორტი და არც სავაჭრო ობიექტები არ გაიხსნება

284
135134226-3657009124388720-8763818302714783550-o

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, 1 თებერვლამდე წერტილოვანი შეზღუდვების ის რეჟიმი რაც დღეს არსებობს, შეინარჩუნოს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურების მიუხედავად, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, ხვალ მის მოადგილეებს, ასევე შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს აქვთ სამუშაო შეხვედრები არასასურსათო სავაჭრო სექტორთან, ბაზრობებთან…

„ჩვენ ამ დარჩენილ დროში, რაც პირველ თებერვლამდე დარჩა, უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული“, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები