LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეზღუდვების რეალური შემსუბუქება, შესაძლოა, პირველი თებერვლიდან განვიხილოთ: გახარია

83
FORTUNA.GE- (6)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრის დროს, განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლოა პირველი თებერვლიდან განიხილოს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შეზრუდვების უფრო ადრე შემსუბუქებამ, შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს ის მიღწევები, რომელიც ქვეყანას კოვიდთან ბრძოლაში უკვე აქვს.

პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს: “მოგიწოდებთ, ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებშიც, უსიმპტომოდაც გაიკეთეთ ტესტი”

“რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია განხილული იყოს პირველი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი მაინც რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რაც ჩვენ გვაქვს”. – თქვა პრემიერმა.

კორონავირუსისგან 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ით კიდევ 2 012 ადამიანი დაინფიცირდა

თბილისი- 837, იმერეთი – 367, აჭარა- 125: კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა

magti 5g