LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი მოქალაქეებს მიმართავს: “მოგიწოდებთ, ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებშიც, უსიმპტომოდაც გაიკეთეთ ტესტი”

175
BeFunky-collage (1)

“მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებშიც, უსიმპტომოდაც შეუძლიათ მივიდნენ და ტესტი გაიკეთონ,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის ტესტებზე მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია.

“მინდა იცოდეთ, რომ დღეს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვაკეთოთ 20 ათასი ტესტი. მიუხედავად ამისა, მომართვიანობა საკმაოდ დაბალია. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, მაქსიმალურად, ვისაც ამის არა მხოლოდ საჭიროება აქვს, ყველაზე მარტივი სიმპტომების პირობებში, უსიმპტომოდაც შეუძლია მივიდეს და ტესტი გაიკეთოს, იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, ასევე, მივეხმაროთ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის”, – განაცხადა გახარიამ.

კორონავირუსისგან 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა

კოვიდ-19-ით კიდევ 2 012 ადამიანი დაინფიცირდა

მანვე აღნიშნა, რომ ტესტირების გაზრდის აუცილებლობა განსაკუთრებით საჭიროებს რეგიონებშიც.

“ჩვენ ისე უნდა დავამარცხოთ პანდემია, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას და შევუნარჩუნოთ მას სწრაფი აღდგენის პოტენციალი.”- თქვა გახარიამ.

თბილისი- 837, იმერეთი – 367, აჭარა- 125: კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა

29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 2 012 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 638 პირი, ხოლო გარდაიცვალა — 25.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g