LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინდისის შემოქმედებითი ჯგუფი ოსკარზე მიემგზავრება

1947
72754293-1322212621282176-8790161229990592512-n

ფილმ “შინდისის” შემოქმედებითი ჯგუფი ოსკარზე მიემგზავრება. ბრძოლა ოსკარის საერთაშორისო ფილმების ხუთეულში მოსახვედრად უკვე რამდენიმე დღეში დაიწყება. დიტო ცინცაძის ფილმი შინდისი, საქართველომ ოფიციალურად წარადგინა ამერიკის კინოაკადემიის 92-ე დაჯილდოვებაზე საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში.

ოსკარამდე მიმავალ გზაზე შინდისმა უკვე მოიპოვა ვარშავის კინოაფესტივალის 2 მთავარი ჯილდო. ნეომბერში კი ის აზიის კინოფესტივალის პრიზისთვის იბრძოლებს. 

ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა

თავად დიმიტრი ცინცაძე დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორის პრიზით.

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი 2008 წლის ომის შესახებ გვიამბობს. 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადის 20-ეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლამ დაახლოებით 1 საათს გასტანა.

შინდისის ბრძოლაში 22 მებრძოლიდან 17 ადგილზევე დაიღუპა.

შინდისის გმირებს შორის იყო მიშა დვალიშვილი. სოწრედ მის ხსოვნას მიუძღვნა ფილმი იდეის ავტორმა.

ფილმი არამხოლოდ ჯარისკაცემის, სოფლის მაცხოვრებლების გმირობაზეც გვიამბობს. ისინი არ შეუშინდნენ რუსეთის არმიას, სოფელში დარჩნენ და თავგანწირვით იბრძოდნენ ჯარისკაცების გადასარჩენად.

27 დღეში გადაღებულ ფილმში თითოეული მათგანიც მოხვდა, ისევე როგორც  ქვეყნისთვის მებრძოლი 22 ჯარისკაცი.

ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის მოსაპოვებლად მიმავალ გზაზე, ფილმის შემქმნელებს წინასაოსკარო კამპანია ელით, მოხვდება თუ არა შინდისი სრულმეტრაჟიანი ფილმების ხუთეულში ამას 10 დეკემბერს შევიტყობთ. თუმცა ჩვენი გმირების სახელებს და ქვეყნის მთავარ გზავნილს მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს.

„შინდისის“ პრემიერა Asian World Film Festival-ზე შედგება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები