LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინეიდ ო’კონორი გაუჩინარდა, მას პოლიცია ეძებს

162

შინეიდ ო’კონორი გაუჩინარდა და მას პოლიცია ეძებს. სამართალდამცველები შიშობენ, რომ შესაძლოა, მან თვითმკვლელობა სცადოს.

48 წლის მომღერალი კვირას ველოსიპედით გავიდა სასეირნოდ, ჩიკაგოს გარეუბანში, მას შემდეგ ო’კონორი არ გამოჩენილა. TMZ წერს, რომ მას სამართალდამცველები ეძებენ.

პოლიციაში ამბობენ, რომ არის საშიშროება, მომღერალს თვითმკვლელობა ეცადა. საბოლოოდ ის მოტორიზებული ველოსიპედით და ვარდისფერი კალათით დააფიქსირეს, შინეიდს შავი ტყავის შარვალი ეცვა და ქურთუკზე, ზურგის მხარეს „ირლანდია“ ეწერა.

გასული წლის ნოემბერში შინეიდ ო’კონორმა „ფეისბუქზე“ დაწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც ის თვითმკვლელობას გეგმავდა. პოლიციამ მაშინ მისი პოვნა შეძლო და სუიციდის საშუალება არ მისცეს.

მომღერალს ბიპოლარული აშლილობა აქვს, მას ხშირად აქვს დეპრესია, ო’კონორი ფსიქიკის პრობლემების გამო არაერთხელ მოათავსეს სამკურნალოდ კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები