LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ მოზარდზე პოლიციელის ძალადობის გასაპროტესტებლად შსს-სთან აქცია იმართება

197
084a0000-0aff-0242-ef2b-08d9dff25a33-w1597-n-r0-st

მეტროსადგურ “ისანში” შშმ მოზარდზე პოლიციელის მხრიდან ძალადობის გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ.

მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა.

“რა ხდება მაშინ, როცა კარი დახურულია?” “არა მილიციას!” – ამ შინაარსის ტრაფარეტები მიიტანეს აქტივისტებმა შსს-სთან.

“ორი პოლიციელის დაკავებით პრობლემა არსად არ წავა იმიტომ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. გვაქვს ამის ფაქტები. ეს არის “ქართული ოცნების” მმართველობის გამოძახილი, რომელსაც აქვს არასწორი დამოკიდებულება, დამნაშავეობრივი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ. ეს კადრები რომ არ გამოსულიყო, დარწმუნებული ვარ, ეს პოლიციელები არ დაისჯებოდნენ”, – უთხრა მედიას პარტია “დროას” ერთ-ერთმა წევრმა თამთა გოგოლაძემ.

ფოტო: რადიო “თავისუფლება”

mazda magti 5g