LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის თანამშრომელმა ყოფით ნიადაგზე ადგილობრივი მამაკაცი დაჭრა – დანაშაულს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს

86
62977b3c3736a

სპეციალური საგამოძიებო სამსახური წალენჯიხაში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საქმე ეხება სოფელ ოჭანეში მომხდარ დაჭრას, რა დროსაც პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა ყოფით ნიადაგზე ადგილობრივი მამაკაცი დაჭრა.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,” – წერია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები