LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

107
1

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს:

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე https://bit.ly/3FH2ZW6” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მითითებულ ბმულზე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნობიან, თუ რა წესები მოქმედებს შვეიცარიაში შესვლასთან დაკავშირებით. 

როგორც შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კოვიდპანდემიის გამო შვეიცარიაში შესვლისთვის გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

“რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველამ, ვინც შვეიცარიაში შედის, უნდა წარმოადგინოს შესვლის ფორმა და ტესტის უარყოფითი შედეგი. თქვენ ასევე, შესაძლოა, მოგიწიოთ კარანტინის გავლა”.

ხოლო იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის კოვიდსერტიფიკატებსაც შვეიცარია აღიარებს, ახლა უკვე საქართველოც ემატება. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები