LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიის მთელ ტერიტორიაზე სახის საჯაროდ დაფარვა იკრძალება

132
ბურკა

შვეიცარიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ე.წ „ანტიბურკას“ შესახებ ფედერალურ დონეზე განხორციელდება. სენატის შემდეგ ეს გადაწყვეტილება წარმომადგენელთა პალატამ 151 ხმით 29-ის წინააღმდეგ (ექვსმა თავი შეიკავა) დაამტკიცა.

ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, საზოგადოებაში სახის დაფარვა უკანონოდ ცხადდება. რაც შეეხება მისი დარღვევისთვის დაწესებულ სანქციას, ის 1000-მდე შვეიცარიული ფრანკის ($1115) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს, უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში კი ის შეიძლება 200 შვეიცარიული ფრანკითაც განისაზღვროს.

2021 წლის მარტში, „ანტიბურკას“ საკამათო ინიციატივა შვეიცარიელ ამომრჩეველთა 51,2%-მა მოიწონა, თუმცა პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიის“ გარდა, მისი მიღების წინააღმდეგი იყო.

ახალი საკანონმდებლო ნორმის თანახმად, შვეიცარიის მთელ ტერიტორიაზე ნებისმიერ პირს ყველა საჯარო თუ ხალხმრავალ ადგილას თვალები, ცხვირი და პირი უნდა უჩანდეს. გამონაკლისს წარმოადგენს თვითმფრინავები და საკონსულო ან რელიგიური შენობები. გამონაკლისი ასევე დაშვებულია დემონსტრანტებისთვის, თუმცა ისიც გარკვეული პირობებით და მთავრობის ნებართვის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები