LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვიდი იტალიური კომედია მშვენიერი საღამოსთვის

movies

იტალია არა მხოლოდ კოლიზეუმი და ტრევის შადრევანი, პიცა და უგემრიელესი ნაყინი, არამედ არაჩვეულებრივი კინემატოგრაფიაა, რაშიც თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, მით უფრო, რომ ხალისიანი კინომოგზაურობისთვის სულ არაა საჭირო შორს გამგზავრება.

„მომინდება და თავს დავანებებ“ (Smetto quando voglio: Ad honorem) – უსამსახუროდ დარჩენილი ნეირობიოლოგი პიეტრო ცინი, რომელიც მორიგ შემცირებას ემსხვერპლა უნივერსიტეტში, უმუშევრად დარჩენილ კოლეგებთან ერთიანდება და ფსიქოტროპული ნარკოტიკის წარმოებას იწყებს… წარმატება ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, პიეტრო ყველა ოცნებას ისრულებს, თუმცა პრობლემებიც მრავლად ექმნება.

„მითხარი შენი ფასი“ (Combien tu m’aimes?) –  რესპექტაბელური ოფისის თანამშერომლი ლატარეაში 4 მილიონ ევროს იგებს და მეძავ დანიელეს მთელი ცხოვრება ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. მთავარი როლები ხალისიან კომედიაში მონიკა ბელუჩიმ, ჟერარ დეპარდიემ და ბერნარ კამპანიმ შეასრულეს.

იდეალური უცნობები“ (Perfetti sconosciuti) – ნაღვლიანი კომედია მეგობრებზე, რომლებიც ვახშამზე იკრიბებიან და გასართობად ერთმანეთის სატელეფონო შეტყობინებებს ხმამაღლა კითხულობენ, თუმცა ორიგინალური თამაში ყველასთვის მოულოდნელად სრულდება. ფილმი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ მომავალ წელს ავტორები გაგრძელების გადაღებასაც გეგმავენ.

„შეიკარით ღვედი“ (Allacciate le cinture) – ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ქალისა და მამაკაცის ისტორია, რომლებიც მართალია, დიდხანს გაურბიან ერთმანეთს, მაგრამ გრძნობებს ვერ ერევიან და საბოლოოდ ყველაფერი ქორწინებით სრულდება.

„სიყვარული: გამოყენების ინსტრუქცია (Manuale d’am3re) –  სამი ნოველა სიყვარულზე სამ განსხვავებულ ისტორიას აერთიანებს – ახალგაზრდა ამბიციური რობერტო ქორწილის წინ ღალატობს საცოლეს, სამაგალითო მეოჯახე ფაბიო ახალგახრდა ქალთან აბამს რომანს, ადრიანას კი, რომში გადასახლებული ასაკოვანი ამერიკელი პროფესორი უყვარდება.

„მაპატიე, შენი ცოლად შერთვა მინდა“ (Scusa ma ti voglio sposare) – ორწლიანი რომანის შემდეგ ალექსი და ნიკი დაქორწინების გეგმავენ, თუმცა საბედისწერო დღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი საკუთარ და ერთმანეთის გრძნობებში.

„სად წავედი?“ (Quo vado?) – სამსახურში 15-წლიანი უსაქმურობის შემდეგ, კეკო ხანგრძლივი მივლინებით იტალიის ყველაზე მივარდნილ სოფელში მიემგზავრება, თუმცა ვერც უკან დაბრუნებული ახერხებს დასვენებას, რადგან ხელმძღანელების დავალებით, ახლა უკვე ჩრდილოეთ პოლუსზე მიდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები