LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინამდვილეში როგორ არ არის?!“ – ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე

509
Untitled design (8)

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე წერს.

მისი თქმით, ყველაფერი ისეა, როგორც ედუარდ სააკაშვილმა თქვა. 

„სინამდვილეში როგორ არ არის?!

მიშა არ აკეთებს განცხადებებს „ქართული ოცნებისთვის“ და ეს, ყველაზე კარგად იცის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა.
ყველაფერი ისეა, როგორც ედუჩიმ თქვა.

ბევრი მიზეზის გამო (რაზეც ცოტა მერე საჯაროდაც ვისაუბრებ) მიშა აღარ არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ქართული პოლიტიკა.

ბევრს საქმე გაუმარტივა, აღარ დასჭირდებათ დათვლა, ცოტა მეტჯერ ხომ არ ახსენეს.
სადაც არ უნდა იყოს, დიდხანს იცოცხლოს“! – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები უკრაინას უკავშირდება და არა საქართველოს.

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: „როგორც ჩანს რეალურია“

ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა – კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკიდან წავიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები