საქართველოში “სინოვაკით“ ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი პარასკევს, 21 მაისს ამოქმედდება.
“სინოვაკით” ვაქცინაცია კი 24 მაისიდან იგეგმება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებითვე, ჩინური ვაქცინა 90%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა.
ცნობისთვის, ჩინური “სინოვაკი” ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ჯერ კიდევ ელოდება.