LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები ინდურ შტამისგან – გამყრელიძის განმარტება

494
gamyrelidze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში უპასუხა კითხვას, რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები ინდურ შტამისგან.

„ამაზე დიდი კვლევები არ არის ჩატარებული, არის მხოლოდ მათემატიკური მოდელირება გაკეთებული“, – ამბობს გამყრელიძე. 

მისი თქმით, ინდოეთში ჩინური ვაქცინებია, პრინციპით დამზადებულ ვაქცინაზე კვლევა ჩატარებულია და იქ დაცვა იყო 60 პროცენტი.

„დელტა“ შტამი ყველაზე მეტი იყო ინდოეთში და იმიტომაც ჰქვია -ინდური შტამი. ინდოეთში დღეს 2 ვაქცინაა Astrazeneca და Covaxin-ი, რომელიც ინდური კომპანიის გაკეთებულია.

მისი დაცვის უნარი იმავე პრინციპზეა გაკეთებული, რაზეც ჩინური ვაქცინები, რასაც ჩვენ ტრადიციულ, ინაქტივირებულ ვირუსს ვეძახით, იქ კვლევა ჩატარებულია და იქ დაცვა იყო 60 პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები