LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირცხვილია ტურისტის ჩამოყვანა და იმ ყველაფრის ჩვენება, რაც დღეს საქართველოს მთის კურორტებზე ხდება – ცოტნე ჯაფარიძე

4779
ipiccy-image

სირცხვილია ტურისტის ჩამოყვანა და იმ ყველაფრის ჩვენება, რაც დღეს საქართველოს მთის კურორტებზე ხდება, შესაბამისად, გამართულობას ვერ დავარქმევთ იმას, რაც დღეს ხდება, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანია Traffic Travel-ის ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯაფარიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კურორტებზე შიდა გზები არ იწმინდება, არ იყრება მარილი, ქაოსი და საცობებია. „თუ გავცდებით ამ ჯოჯოხეთს, შემდეგ იწყება საბაგიროების პრობლემა, რომლებიც ხან გამორთულია, ხან ჩართული და საერთოდ ვერ ხსნიან რა არის რეალურად პრობლემა”,- ამბობს ჯაფარიძე. მისივე თქმით, მთის კურორტები საქართველოში არის მხოლოდ თოვლიანი მთები და მეტი არაფერი, თუმცა, წელს თოვლიც არ არის საკმარისი.

შეგახსენებთ, გასულ წელს თითქმის სრულად ჩავარდნილი ზამთრის ტურისტული სეზონის შემდეგ, წელს 25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე 2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g