LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე…” – ალეკ ბოლდუინი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

606
211021223828-alec-baldwin-file-1007-super-tease

ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ ბოლდუინი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა, დაჭრილია მამაკაცი

„სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, – ნათქვამია ალეკ ბოლდუინის განცხადებაში.

„მე ის მოვკალი“ – ალეკ ბოლდუინი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები