LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიყვარული და იუმორი – ორი ყველაზე ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია“ – ბერნარ ვერბერის ცნობილი გამონათქვამები

6606
bernard-werber

მართალია, ფრანგი მწერლის და ფილოსოფოსის ბერნარ ვერბერის რომანები დღეს  ბესტსელერთა ნუსხის მუდმივი ლიდერია, მაგრამ მისი სადებიუტო რომანი „ჭიანჭველები“ კრიტკიკოსებმა არ მიიღეს, მარცხიანი აღმოჩნდა შემდეგი რომანიც „ჭიანჭველების დღე“ და მხოლოდ მკითხველმა იხსნა მწერალი, რომელსაც ჟურნალ Elle-ს პრემია მიაკუთვნა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

გაჩუმდი. შეხედე ვარსკვლავებს და დააფასე საკუთარი ცხოვრება!

მხოლოდ მას ესმის, ვისაც გაგება უნდა.

გიყვარდეს საკუთარი მტრები, სიყვარული მათი გაღიზიანების საუკეთესო მეთოდია.

ადამიანმა ყველა შეცდომა უნდა დაუშვას, რათა გაიგოს, რატომ არ შეიძლებოდა მათი დაშვება.

არ დაუჯერო ჭორებს, ცხოვრება მშვენიერია!

სიყვარული და იუმორი – ორი ყველაზე ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია.

ახლის შეცნობის სურვილი – ადამიანის ყველაზე ძლიერი მოტივაციაა.

მხოლოდ ნამდვილმა მეგობარმა იცის, როგორ დაგარტყას ყველაზე მტკივნეულად.

უცნაურია, მაგრამ ადამიანი, რომელმაც ზიანი მოგაყენა, გულწრფელად დარწმუნებულია, რომ ყველაფერში თვითონ ხარ დამნაშავე.

ყოველთვის იმის გვეშინია, რაც არ გვესმის.

სრულყოფილი ქალის ამოცანა – იყოს დედა და საყვარელი, ინიციატორი და მებრძოლი, რადგან მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პრინცესა და დედოფალი გახდა.

ცხოვრება – მუდმივი მოქმედებაა. პრობლემა, რომელიც პირველივე მცდელობით ვერ დაძლიე, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაგიბრუნდება.

ყოველთვის იქ ვეძებთ, სადაც კომფორტულია და ძალიან გვიკვირს, რატომ ვერ ვპოულობთ ვერაფერს.

მხოლოდ იმიტომ გიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რომ ქვეცნობიერად ზღუდავ მოქმედების არეალს.

არიან ისინი, ვინც მუდმივად კითხულობს, „რატომ არ გამოდის არეფერი?!“ და არიან ისინი, ვინც კითხულობს, „როგორ გავაკეთო, რომ ყველაფერი გამოვიდეს?“

ნუ ბრაზობ წყვდიადზე, თვითონ გახდი სინათლე.

მეგობარი ისაა, ვისი ღალატიც ყველაზე მეტად გაკვირვებს.

ყველას არ გამოუვა, მაგრამ ყველამ უნდა სცადოს. არ ღირს მარცხისთვის საკუთარ თავზე გაბრაზება, მაშინ უნდა გაბრაზდე, როცა მოსინჯვა ვერ გაბედე.

არ ღირს მუდმივად ერთი ადგილის ტკეპნა. გაუთავებლად წარსულზე ფიქრით, ვერასდროს შექმნი მომავალს.

სხვა ადამიანის მზერაში პირველ რიგში საკუთარ ანარეკლს ვეძებთ.

ნამდვილ თავისუფლებას მხოლოდ სიზმარში ვაღწევთ, როცა აზრებს უფლებას ვაძლევთ აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ.

გვგონია, რომ ადამიანი გვიყვარს და სინამდვილეში მისი დამოკიდებულება გვიყვარს ჩვენს მიმართ. საკუთარ თავს ვხედავთ მასში, როგორც სარკეში, რადგან ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი გვიყვარს პარტნიორში.

როგორ უნდა მართო სხვა, როცა საკუთარი თავის მართვა არ შეგიძლია?!