LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხდომა ვერ ჩატარდა, აი, ესაა ჟურნალისტების ძალა, პროტესტს არ შევწყვეტთ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან – ინგა გრიგოლია

225
ინგა 7878

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, სკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ სხდომის არჩატარებით გამოჩნდა ჟურნალისტების ძალა.

„სხდომა ვერ ჩატარდა. აი, ესაა ჟურნალისტების ძალა, ჟურნალისტების, რომელთაგანაც პროტესტის ნიშნად გადმოფენილი ბანერების ჩამოხსნას მოითხოვდნენ.

გეუბნებით, არ გავჩერდებით, არ შევწყვეტთ პროტესტს, სანამ არ დაისჯებიან დამნაშავეები!!!!!!!! ბანერები ჩამოხსენითო- არ იციან, რომ ეს ჩვენი დემოკრატიული უფლებაა! მედია არის ყველაზე დიდი ძალა და გაბრაზებული მედია უკან არ დაიხევს.!!! #ლექსოსთვის“. – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში გომელაურის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა სდომა შეწყდა.

“დასაჯეთ მოძალადეები” — ამ წარწერით პარლამენტის პლენარულ სესიაზე ჟურნალისტებმა საპროტესტო ბანერი მას შემდეგ გადმოფინეს, რაც შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

იქამდე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გომელაურს სიტყვა შეაწყვეტინეს და ტრიბუნასთან გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები