საქართველოში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, სკოლები სასწავლო პროცესის განახლებისათვის იმაზე ბევრად უკეთ არიან მომზადებული, ვიდრე ოდესმე.
„ბევრად უკეთესად არიან მომზადებული სკოლები, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამიტომ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან სწავლა დაიწყება და ყველამ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა დაიცვას. საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
