LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს – ემზარ კვიციანი

d4a88145ab182dc22b92430f1e54886c_XL

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ სკოლებში გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, როცა თქვით, რომ გამოცდებმა დააცარიელა სკოლები, ანუ გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. ისევ მივადექით ძალიან დიდ პრობლემას, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია და ამის შესახებ დღეს არავინ არ ილაპარაკა. ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები,” – აღნიშნა მან.

კვიციანმა განათლების მინისტრს კითხვითაც მიმართა. კითხვა ისევ ერის გამრავლებას უკავშირდება.

ფიქრობთ თუ არა ბატონო მიხეილ, რომ საჭიროა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს სტიმულს ერს გამრავლებისკენ,“ – მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა განათლების მინისტრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები