LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფიო კილაძე ეკა ბესელიას კორუფციაში ადანაშაულებს

285
სოფო ეკა

უმრავლესობის წევრი უმრავლესობის ყოფილი წევრის წინააღმდეგ – სოფიო კილაძე აცხადებს, რომ მას გარკვეული დოკუმენტები აქვს, რომელიც გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში ეკა ბესელიას ინტერესს ადასტურებს.

კილაძე ამბობს, რომ დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას დეპუტატ ეკა ბესელიას საქმიანობის გარშემო.  უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ ბესელია იყო 14 დეკემბრის აქციაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების ადრესატიც.

პარტიის თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა, რომ ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში მექრთამეობის ეტალონი იყო, ახლა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე საუბრობს. თუმცა ამ განცხადების ადრესატად, საკუთარ თავს კატეგორიულად გამორიცხავს ეკა ბესელია.

“იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც გვქონდა უმრავლესობის სხდომა. მე მივიტანე კონკრეტული საკითხები და დავსვი კონკრეტული კითხვები, რაზეც მოვითხოვე კონკრეტული პასუხები ქალბატონი ბესელიასგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა სხდომას და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ქალბატონი ბესელია გამოვიდა წყობიდან, მას გადაეფარა გოგიჩაიშვილი და გედი ფოფხაძე და ისე გამწვავდა სიტუაცია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით გავჩერებულიყავი. ამიტომ, მე იმის შემდეგ ველოდი რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იქნებოდა პროკურატურის მხრიდან. ვერ გეტყვით, გამოძიება რატომ არ იწყება, მე ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო მაშინ, როდესაც ქალბატონი ბესელია ქართული ოცნების რიგებში იყო ჯერ კიდევ,“ – აცხადებს სოფო კილაძე.

ბესელია კილაძეს ეხმაურება და ოცნებას კონტრბრალდებებს უყენებს. ეკა ბესელიას მტკიცებით, სოფო კილაძე იმას ამბობს, რისი გახმოვანებაც “ქართულ ოცნებას” სურს.

\’ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა. ამ ფონზე, როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, გამოჩნდნენ მათ როლში აბაშიძეები და კილაძეები,- ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები